საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექციები ადრეული განათლების საკითხებზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 17-20 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევიან ლიმერიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროფესორი ემერ რინგი, განათლების, ადრეული ბავშვობის და მასწავლებელთა განათლების ფაკულტეტის დეკანი და ლიშა ო სალივანი განათლების ფაკულტეტის რეფლექსიური პედაგოგიკის და ადრეული განათლების კვლევების დეპარტამენტის ხელძღვანელი.

 

ისინი საჯარო ლექციებს გამართავენ თემებზე:

 

 

  • ბავშვთა ადრეული განათლების საუკეთესო პრაქტიკები ირლანდიაში, ინკლუზიური და სპეციალური განათლების მიდგომები ადრეულ განათლებაში. 18 ნოემბერი 10:00 სთ, მესამე კორპუსი, აუდიტორია 109.

 

  • ადრეული განათლების კონცეფცია და ადრეული განათლების სპეციალისტის მომზადების თანამედროვე გამოწვევები. 18 ნოემბერი 11:30 სთ, მესამე კორპუსი, აუდიტორია 109.

 

საჯარო ლექციები განკუთნილია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.

სამუშაო ენა - ინგლისური.

დასწრება თავისუფალია.

თარიღი: 14/11/2025